სელენა მარია გომესი (ინგლ. Selena Marie Gomez; დ. 22 ივლისი, 1992,ტეხასი,აშშ) — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და გაეროს ბავშვთა ფონდის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.სელენას მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია,როდესაც მან სელენა გააჩინა 16 წლის იყო.მისი მამა კი რიკარდო გომეზია, თუმცა სელენა ძალიან პატარა იყო როცა მისი მშობლები გაშორდნენ. შემდეგ კი მენდი დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღესაც სელენას მამინაცვალია.დედამისთან თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურდა და არანაირი სხვა პროფესია არ უნდოდა.უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომესმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში «ბერნი და მისი მეგობრები»,სელენა აქ გომოჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.2004 წელს, როდესაც სელენა 12 წლის იყო, მან გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ Disney Channel-ის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში «ჰანა მონტანა», როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.სელენამ 2008 წელს ჩაწერა ქავერი სიმღერის «Cruella de Vil». შემდეგ ჩაწერა სამი სიმღერა ფილმ «კიდევ ერთი ისტორია კონკიასთვის».ასევე «Fly to Your Heart», 2008 წლის ანიმაციური ფილმისთვის «Tinker Bell». 2008 წლის ივლისში სანამ გახდებოდა 16 წლის, გააფორმა კონტრაქტი Hollywood Records–თან.ხოლო 2009 წელს ჩაწერა სიმღერა «One and the Same» დემი ლოვატოსთან ერთად ფილმ «პრინცესას დაცვის პროგრამისთვის» და ასევე ჩაწერა სიმღერები სერიალისთვის ჯადოქრები უივერლიდან.

სტუდიური ალბომები – (2009)-Kiss&Tell, (2010)-A year without rain.